ლამინე იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
ბარსელონასა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ლამინე იამალი ტრავმის გამო 2-3 კვირით ვერ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, იამალმა ვარჯიშის დროს საზარდულის არეში დისკომფორტი იგრძნო, დამატებით ჩატარებული გამოკვლევებით კი დადგინდა რომ 18 წლის ვარსკვლავი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
🚨🛑 Lamine Yamal suffers new pubis area discomfort and will be out for the next 2/3 weeks with new injury.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 3, 2025
He’s gonna miss Sevilla game and also Spain call for upcoming games. pic.twitter.com/Q2SNZaU1hO
დაზიანებიდან გამომდინარე იამალი ბარსელონას სევილიასთან გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება და ასევე 11 ოქტომბერს, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირებას გამოტოვებს. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვის გამოიძახებს ლუის დე ლა ფუენტე დაშავებული იამალის ნაცვლად.