ოფიციალურად | ხვიჩა კვარაცხელია ანჟერთან მატჩს გამოტოვებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში, პარი სენ ჟერმენი ანჟერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
რამდენიმე წუთის წინ კი პსჟ-მ ანჟესთან სათამაშო განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია არ იყო - მოგვიანებით კი გაირკვა, რომ 24 წლის ქართველ შემტევს კუნთის დისკომფორტი აქვს, რის გამოც ლუის ენრიკემ მისი დასვენება გადაწყვიტა.
🚨Khvicha Kvaratskhelia n’est pas dans le groupe pour PSG / Angers. Simple gêne musculaire. pic.twitter.com/xLiIIeTuV5
— Fabrice Hawkins (@FabriceHawkins) August 22, 2025
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის პირველ ტურში სათადარიგოთა სკამიდან გამოვიდა და მას სათამაშოდ მცირედი დრო მიეცა, მეორე ტურს კი, ქართველი ფეხბურთელი კუნთის არეში დისკომფორტის გამო გამოტოვებს.
პსჟ-ს განაცხადი ანჟერის წინააღმდეგ