Belive

34 წლის ვან დაიკი ბრწყინავს | პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში...

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მესამე პოზიციაზე დაასრულა ლივერპულმა, რომელმაც ბოლო ტურში, 'ენფილდზე' ყარაბაღი 6:0 დაამარცხა.

საოცარი მატჩი ჰქონდა 34 წლის ნიდერლანდელ მცველს - ვირჯილ ვან დაიკს, რომელმაც ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დააფიქსირა - კერძოდ, ვირჯილ ვან დაიკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ცენტრალური მცველი გახდა, რომელმაც 1 მატჩში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვან დაიკმა პირველ გოლში საგოლე გადაცემა მაკალისტერს გაუკეთა, მეორე საგოლე გადაცემით ეკიტიკეს გაატანინა, ხოლო მესამე საგოლე გადაცემა ბოლო გოლის დროს შეასრულა, სადაც ფედერიკო კიეზას გაატანინა.

ვირჯილ ვან დაიკმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, ლივერპულმა კი ასპარეზობა მესამე პოზიციაზე 18 ქულით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეტოქეს დაელოდება.

სხვა სტატიები