Belive

35 წლის შემდეგ პირველად - გრანდებს მთავარი ევროპული ტურნირის გამოტოვება მოუწევთ

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

35 წლის შემდეგ პირველად, მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსი და მილანი არ იასპარეზებენ. იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში მილანი კალიარისთან 1:2 დამარცხდა, ხოლო იუვენტუსმა ტორინოსთან ფრედ ითამაშა (2:2) და გრანდებს მთავარი ევროპული ტურნირის გამოტოვება მოუწევთ.

1991-92 წლების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც არც იუვენტუსი და არც მილანი ევროპის ელიტარულ შეჯიბრში მონაწილეობას არ მიიღებენ.

იტალიის სერია A-ს 2025/26 წლების სეზონის ცხრილი ასე გამოიყურება:

  1. ინტერი - 87 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)

  2. ნაპოლი - 76 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)

  3. რომა - 73 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)

  4. კომო - 71 ქულა (ჩემპიონთა ლიგა)

  5. მილანი - 70 ქულა (ევროპა ლიგა)

  6. იუვენტუსი - 69 ქულა (ევროპა ლიგა)

სხვა სტატიები