Belive

რობერტსონი: "მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჟოტას ვუძღვნი - ჩვენ იქ ერთად უნდა გვეთამაშა"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანაკრებო ფეხბურთისთვის, 2025 წელი დასრულებულია. ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილია ის 42 ეროვნული ნაკრები, ვინც მუნდიალის საგზური გაინაღდა.

ერთ-ერთი შოტლანდიის ნაკრებია, რომლებმაც შინ დანია 3:2 დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, ენდრიუ რობერტსონმა პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მის მეგობარსა და თანაგუნდელს - დიოგუ ჟოტას მიუძღვნა.

„დღეს ჩემი მეგობარი დიოგუ ჟოტა თავიდან ვერ ამოვიღე, ბოლოს იმდენი ვისაუბრეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ველოდებოდით და გვჯეროდა, რომ იქ ორივე ვითამაშებდით.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჟოტამ ტრავმის გამო გამოტოვა, მე კი იმიტომ გამოვტოვე, რომ შოტლანდიამ ვერ გაიარა კვალიფიკაცია.

სწორედ მაშინ, სანამ იგი გარდაიცვლებოდა, ხშირად ვსაუბრობდით, თუ როგორი იქნებოდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა... ვიცი, რომ ის ახლა ჩემ გამო ძალიან ბედნიერი იქნება.“ - ენდრიუ რობერტსონი

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა თავის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.

სხვა სტატიები