ოფიციალურად: ჯანლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ჯანლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია. 26 წლის იტალიელი მეკარის სანაცვლოდ ქალაქელებმა პარი სენ-ჟერმენს 30 მილიონი ევრო გადაუხადეს + ბონუსი. დონარუმამ ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
იტალიელი ფეხბურთელი კასტელამარეს აღზრდილია, 2013 წელს მილანის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და შემდეგ მთავარ გუნდშიც ვიხილეთ, 2021 წლიდან კი პსჟ-ს ღირსებას იცავდა. დონარუმას კარიერის განმავლობაში 422 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 147-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
Ciao, Gigio 👋🩵 pic.twitter.com/NjFOuOvIQj
— Manchester City (@ManCity) September 2, 2025