Belive

ლუის ენრიკე: ,,დარწმუნებული არ ვარ, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა საუკეთესო ვარიანტია''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლისაბონის სპორტინგთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალინდელი მატჩი გველის გამორჩეულ სტადიონზე ისეთი ძლიერ გუნდის წინააღმდეგ, როგორიც სპორტინგია. მათ ჰყავთ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის ფლობა უყვართ. ეს დაძაბული შეხვედრა იქნება, შესაძლოა ისეთივე, როგორიც ბილბაოსთან იყო.

სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, ეს წლის საუკეთესო პერიოდია, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ. ვიცოდით, რომ რთული გრაფიკი გველოდა, 3 ქულა გვჭირდება, რათა 1/8-ფინალში გავიდეთ.

ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია, ფეხბურთელებს შეუძლიათ თავი როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად წარმოაჩინონ და მათ აქ თამაში ძალიან უყვართ. ეს ყველაფერი გასულ სეზონს ჰგავს.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა? ხვალ გამარჯვება თავდაჯერებულობისთვის გვჭირდება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ Top 8-ში მოხვედრა საუკეთესო ვარიანტია (რიტმიდან ამოვარდნის გამო). ასეთ შემთხვევაში, არ ვითამაშებთ პლეი-ინში და ასევე საფრანგეთის თასზეც, სადაც გვეგონა რომ კიდევ 4 მატჩი გველოდა (პსჟ თასის 1/16-ფინალიდან გამოვარდა). მიზანი მოგება და მერვედფინალში გასვლაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ჩვენთვის უკეთესია.

დემბელეს როლი სპორტინგის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, მისი პრესინგი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გასულ სეზონში იყო. ლილთან მატჩში მან გუნდს ულიდერა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მცველებსა და მეკარეზე პრესინგით ის მისაბაძი მაგალითია. მოხარული ვარ, რომ უსმანი ამ დონეზეა.

ჟოაო ნევეში? ტრავმა აღარ აწუხებს, მაგრამ რისკზე წასვლა არ გვინდა.

ბრაიმ დიასის პანენკა? დღეს ავტობუსში ამაზე ვსაუბრობდით, ყველა მასზე ლაპარაკობს, მაგრამ ზიდანმა, რომელიც ღმერთივითაა, ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააკეთა. მახსოვს, სერხიო რამოსიც ასე არტყამდა. თუ პანენკას გაიტან, ყველა ტაშს დაგიკრავს, თუ ააცილებ, გაგაკრიტიკებენ. დიასი ბრწყინვალე მოთამაშეა, მას კარგად ვიცნობ და ესპანეთის ნაკრებშიც გამოვიძახე.'' - ლუის ენრიკე

სამშაბათს, 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში პარი სენ ჟერმენი სპორტინგს ესტუმრებმა.

6 ტურის შემდეგ პსჟ 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, სპორტინგი კი 10 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები