Belive

კვარა და მენდეში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარკ დე პრენსზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (2:0) შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი ენფილდზეც შეეცდება სასურველი რეზულტატის დაფიქსირებას და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლას.

პრინციპული მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება და პარი სენ-ჟერმენის 2 ვარსკვლავს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს - იმ შემთხვევაში თუ ხვიჩა კვარაცხელია და ნუნო მენდეში ყვითელ ბარათს მიიღებენ და პარიზელები ლივერპულის ბარიერს დაძლევენ, წყვილი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს.

პარიზული გრანდის ქართველმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი ლიგის ფაზაში, სპორტინგის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მიიღო. კვარა მეორედ ჩელსისთან შეხვედრაში დაისაჯა და ახლა ლივერპულთან ყვითელი ბარათის მიღება დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. რაც შეეხება ნუნო მენდეშს - პორტუგალიელმა ყვითელი ბარათები ბარსელონასა და ბაიერნის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებებში მიიღო.

სხვა სტატიები