Belive

ოფიციალურად | FIFA სომალელ მსაჯს მსოფლიო ჩემპიონატის სრულ ჰონორარს გადაუხდის

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ომარ არტანი, სომალელი არბიტრი, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზაზე უარი უთხრა და მუნდიალზე გამგზავრების საშუალება არ მისცა, მსოფლიო ჩემპიონატის კუთვნილ ხელფასს ფიფასგან სრულად მაინც მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური სავიზო პრობლემების გამო არტანი ტურნირს ჩამოაშორეს და მოედანზე ვერ გავა, ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, მსაჯს ფინანსური ზარალი სრულად აუნაზღაუროს.

როგორც ჩანს, ფიფა ამ ნაბიჯით ცდილობს გვერდში დაუდგეს არბიტრს, რომელიც უდიდესი ტურნირის მიღმა სპორტული მიზეზების გამო ნამდვილად არ დარჩენილა.

შეგახსენებთ, რომ სომალელ მსაჯს აშშ-მ ტურნირის დროს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა. არტანი, 2025 წელს, აფრიკის საუკეთესო მსაჯად დასახელდა და ის პირველი სომალელი გიქნებოდა, ვინც მუნდიალზე იმსაჯებდა, თუმცა 34 წლის მსაჯი მაიამის აეროპორტიდან უკან, სტამბოლში გააბრუნეს.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ UEFA-მ 34 წლის სომალელი მსაჯი პატივისცემის ნიშნად, 2026 წლის სუპერ თასზე დანიშნა, სადაც ერთმანეთს ასტოლ ვილა და პსჟ დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები