Belive

ოფიციალურად: ეზრი კონსა არსენალის ფეხბურთელია

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალმა, ასტონ ვილადან, 51 მილიონად, ეზრი კონსა შეიძინა. არტეტას გუნდისთვის, კონსას ტრანსფერი, უილიამ სალიბასა და იურიენ ტიმბერის არყოფნაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინგლისელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და არსენალთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასტონ ვილა, თავდაპირველად, კონსას სანაცვლოდ, 60 მილიონს ითხოვდა, მაშინ როცა არსენალს, გაცილებით ნაკლების გადახდა სურდა. საბოლოო ჯამში, მხარეები, 51 მილიონზე შეთანხმდნენ.

პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ახალი სეზონის პირველ შეხვედრას დღეს, ქოვენთრი სითის წინააღმდეგ ჩაატარებენ. უახლესი ტრანსფერის გამო, შესაძლებელია, რომ კონსა, დღევანდელ შეხვედრაში, თავის ახალ გუნდს ვერ დაეხმაროს. სამაგიეროდ, 28 წლის მცველი, "მეთოფეთა" მაისურით შესაძლოა მეორე ტურში ვიხილოთ, სადაც ლონდონელები, სტუმრად, სწორედ ასტონ ვილას დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები