Belive

მანჩესტერის 15 წლის ტალანტი კლუბიდან 'გარბის'

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის 15 წლის ტალანტმა, ჯეი-ჯეი გაბრიელმა, კლუბის ხელმძღვანელობას „ოლდ ტრაფორდის“ დაუყოვნებლივ დატოვების სურვილი ოფიციალურად აცნობა.

ESPN-ის წყაროების ცნობით, „წითელი ეშმაკების“ ბოსებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მისი წასვლის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით გაურკვეველია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაიკლ კერიკი, მოზარდის შეყვანას ბრაიტონთან გასამართი კარაბაოს თასის მატჩის განაცხადში გეგმავდა. გაბრიელის დებიუტი, იუნაიტედის პირველ გუნდში, წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრებში შედგა, გასულ კვირას კი, უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, საბაჰის წინააღმდეგ, სადებიუტო მატჩში, ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელსაც 16 წელი ოქტომბერში უსრულდება, მომავალ ზაფხულს უფლებამოსილი იქნება სხვა კლუბებთან სტიპენდიატის (scholarship) კონტრაქტი გააფორმოს. გასულ მაისს იგი პრემიერ ლიგის 18-წლამდელთა ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მიმდინარე გათამაშებაში კი, იუნაიტედის 21-წლამდელთა გუნდში, უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო.

სხვა სტატიები