ოფიციალურად | ედინ ტერზიჩი ბილბაოს მთავარი მწვრთნელია
ბილბაოს ატლეტიკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან კლუბს ახალი, 43 წლის გერმანელ-ხორვატი მწვრთნელი - ედინ ტერზიჩი ეყოლება.
ℹ️ Edin Terzić será el entrenador del Athletic Club las dos próximas temporadas.
— Athletic Club (@AthleticClub) May 5, 2026
ამის მიზეზი ლეგენდარული მწვრთნელის - ერნესტო ვალვერდეს გუნდიდან წასვლაა. 62 წლის ესპანელმა თავკაცმა, სეზონის დასრულების შემდეგ ბილბაოს ატლეტიკის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბასკურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაადასტურა, რომ დიდი ეპოქა სრულდება.
62 წლის ესპანელმა თავკაცმა, ბასკურ გუნდთან ერთად 2015/2016 წლებში ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, 2023/2024 წლების სეზონში კი ბილბაოს ესპანეთის თასი მოაგებინა.
რაც შეეხება ედინ ტერზიჩს, 43 წლის გერმანელმა მწვრთნელმა დორტმუნტთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, მან ასევე გერმანიის სუპერ თასი მოიგო (2019/2020 წლების სეზონი), მომდევნო სეზონში კი გერმანიის თასიც დაამატა (2020/2021 წლების სეზონი).
მან დორტმუნდში 2-ჯერ იმუშავა, პირველად 2020/2021 წლების სეზონში, სადაც კლუბთან ერთად 29 მატჩი ჩაატარა, შემდეგ იგი კლუბის ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს, 2 წლის შემდეგ კი კლუბში კვლავ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, სადაც 96 მატჩი ჩაატარა.