პირველად მუნდიალის ისტორიაში | კეინმა და ბელინგემმა უნიკალური მიღწევა დააფიქსირეს
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „სამმა ლომმა“ უმძიმეს 1/4-ფინალურ დრამაში, დამატებით დროში მოახერხა ნორვეგიის ბარიერის დაძლევა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, გადამწყვეტ მომენტში კი ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა ჯუდ ბელინგემმა - მისმა დუბლმა ინგლისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ბელინგემის დუბლი მიმდინარე მუნდიალზე მისთვის მეექვსე გოლი აღმოჩნდა, რაც ისტორიული გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში - კერძოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი გუნდიდან ორ მოთამაშეს 6 ან მეტი გოლი ჰქონდეს გატანილი (ჰარი კეინსაც 6 გოლი აქვს გატანილი).
‼️ HISTÓRICO ‼️
— MisterChip (Alexis) (@2010MisterChip) July 11, 2026
Bellingham firma un doblete, alcanza los 6 goles y se pone a la altura de Kane, también con 6.
Jamás una selección había contado con DOS jugadores de 6 o más goles en una misma Copa del Mundo. Inglaterra es la PRIMERA en TODA la historia. pic.twitter.com/EWMOMGxwDj
ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე, არგენტინასა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.