თურქეთის ნაკრების მცველმა მუნდიალის ისტორიაში უნიკალური რეკორდი დაამყარა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, თურქეთის ნაკრები D ჯგუფში პარაგვაისთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. ამ წაგების შედეგად, თურქეთმა მუნდიალის პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა.
მიუხედავად მარცხისა, მატჩი ისტორიული გამოდგა თურქი მცველისთვის, აბდულქერიმ ბარდაქჩისთვის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური რეკორდი დაამყარა.
გალათასარაის 31 წლის ფეხბურთელმა პარაგვაელთა პირისპირ გამართულ შეხვედრაში თანაგუნდელებს 98 ზუსტი გადაცემა გაუკეთა და მატჩი ისე დაასრულა, რომ არცერთი შეცდომა არ დაუშვია.
ისტორიული მიღწევა: მსგავსი რამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა 1966 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული სტატისტიკის წარმოება ოფიციალურად დაიწყო.

აქამდე საუკეთესო შედეგი ამერიკელ მცველს, კრის რიჩარდსს ეკუთვნოდა. მან მიმდინარე მუნდიალზევე, ასევე პარაგვაისთან, 83 ზუსტი გადაცემა შეასრულა შეცდომის გარეშე.
აშშ-ს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, პარაგვაისა და ავსტრალიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო თურქეთის ნაკრები უქულოდ მეოთხე პოზიციას იკავებს. დასკვნით ტურში ავსტრალია პარაგვაის, ხოლო თურქეთის ნაკრები ტურნირის მასპინძელ ამერიკას უნდა შეხვდეს.