Belive

ოფიციალურად: 46 წლის რონალდინიო ფეხბურთში დაბრუნდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა განაახლა. 46 წლის ფეხბურთელმა ბოლოს, ფლუმინეზეს მაისურით, 2015 წლის 26 სექტემბერს ითამაშა. 11-წლიანი პაუზის შემდეგ კი ფეხბურთს კვლავ დაუბრუნდა და იტალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდში, რავენაში იასპარეზებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემ მეგობრებთან ერთად ვიმყოფები. თავს კარგად ვგრძნობ. მოედანზე ზუსტად როდის დავბრუნდები არ ვიცი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. - განაცხადა ბრაზილიელმა

როგორც ცნობილია, რონალდინიო სერია C-ს პირველ მატჩში, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება, რეჯიანას წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე უცნობია, თუ რამდენად ხშირად აპირებს ბრაზილიელი, სეზონის განმავლობაში, თამაშს. თუმცა კლუბის პრეზიდენტის, იგნასიო ჩიპრიანის თქმით, მისი ოცნებაა, რომ რონალდინიომ კარიერის ბოლო გოლი რავენას მაისურით გაიტანოს.

ბრაზილიელი ლეგენდისთვის, იტალიაში თამაში უცხო არ არის. რონალდინიო 2008-11 წლებში, მილანის ღირსებას იცავდა და 95 ჩატარებულ შეხვედრაში, 26 გოლი გაიტანა. რონალდინიომ, მილანთან ერთად, 2011 წელს, სკუდეტოც მოიგო.

სხვა სტატიები