Belive

ოფიციალურად: რაფაელ ლეაუ გალათასარაის ფეხბურთელი გახდა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტამბოლის გალათასარაიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაფაელ ლეაუ, შვიდწლიანი პერიოდის შემდეგ, იტალიურ გრანდს (მილანს) ემშვიდობება და მათ რიგებში გააგრძელებს კარიერას.

პორტუგალიელი შემტევი პარასკევს გამართულ შეხვედრას, რომელშიც მილანმა ვენეცია 2:0 დაამარცხა, თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა. ამ მატჩში, გონსალო რამოშმა, საშინაო დებიუტი გოლით აღნიშნა და ანგარიში გახსნა.

შვიდი წლის შემდეგ თანაგუნდელებთან დამშვიდობება ძალიან მძიმე ემოციური მომენტია. ამ კლუბისადმი სიყვარული არასდროს განელდება და მათ გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. - განუცხადა ლეაომ ჟურნალისტებს საფინალო სასტვენის შემდეგ

ლეაუ სტამბოლში ახლახანნს ჩაფრინდა. მან 4-წლიანი კონტრაქტტი გააფორმა და თურქულმა გრანდმა მასში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ლეაომ „როსონერის“ მაისურით ჩატარებულ 291 შეხვედრაში 80 გოლი გაიტანა და 2021/22 წლების სეზონში მოპოვებულ სერია A-ს ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში მის მოტივაციასა და ფორმის დაქვეითებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, კლუბის ახალი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი აიძულა, რომ პორტუგალიელი სხვა გუნდში გაეშვა.