"ნუნუ მენდეში ტრავმის გამო ბარსელონასთან ვერ ითამაშებს" - პსჟ-ს განცხადება
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა სტრასბური სტუმრად 1:3 დაამარცხა.
როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა, პორტუგალიელმა მცველმა ნუნუ მენდეშმა აღნიშნულ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სამშაბათს გასამართი მატჩისთვის ბარსელონას წინააღმდეგ ის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
პარიზული კლუბის განცხადება ნუნუ მენდეშის ტრავმის შესახებ:
გუშინ საღამოს, სტრასბურის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო, ნუნუ მენდეში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. - პარი სენ-ჟერმენის განცხადება
Point médical concernant Nuno Mendes @Aspetar 👉 https://t.co/MH8Bb8nike https://t.co/Rr2g4QjGmk
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 18, 2026