"ხალხი ამბობს, რომ ლიგა 1 ფერმერთა ლიგაა, მაგრამ ეს ასე არ არის" - ილია ზაბარნი
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა სტრასბური სტუმრად 1:3 დაამარცხა. გამათანაბრებელი გოლი ილია ზაბარნიმ 77-ე წუთზე გაიტანა.
მატჩის შემდეგ პარიზული გუნდის უკრაინელმა ფეხბურთელმა მედიასთან იმ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომ ლიგა 1 სულაც არ არის ისეთი მარტივი როგორიც ხალხს წარმოუდგენია:
ლიგა 1-ში თამაში ჩვენთვის ადვილი არ არის, სტრასბური კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, რთულია ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ შიდა ჩემპიონატში დაბრუნება და თამაში. დავინახე გუნდი, რომელსაც გამარჯვება სურდა.
ლიგა 1-ში თამაში ჩვენთვის ადვილი არ არის. ხალხი ხუმრობით ამბობს, რომ ეს ფერმერთა ლიგაა ან რაღაც მსგავსი, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში სულაც არ არის მარტივი. ასე რომ, ეს ჩვენთვის რთული მატჩი იყო. თქვენ დაინახეთ, რამდენი საგოლე მომენტი შექმნეს მათ, მოედანზეც კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა, დღეს ჩვენ უკეთესები ვიყავით. - ილია ზაბარნი - პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი
🗯️ "Tout le monde dit que c'est la Farmers League mais...", la réponse de Zabarnyi aux critiques sur le niveau de la Ligue 1. https://t.co/Da8JxUfFSg
— RMC Sport (@RMCsport) October 17, 2026