Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მანჩესტერ სიტისთან მატჩში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მანჩესტერ სიტი სტუმრად 4:2 დაამარცხა.

მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელია, რომლის თამაში სხვადასხვა ვებგვერდმა ასე შეაფასა:

  • Sofascore - 6,7

  • Whoscored - 6,1

  • Flashscore - 6,4

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 10-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 6-დან 2 დუელი მოიგო და 1-დან 1 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

პსჟ მომავალ შეხვედრას შაბათს, 17 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, სტრასბურის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები