Belive

ლუის ენრიკე: ,,შესვენებაზე ასეთი სხვაობით გასვლა არ მიყვარს''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მანჩესტერ სიტისთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,რამდენად ამაყი ვარ? ძნელი სათქმელია, რადგან მატჩს ძალიან განსხვავებული მომენტები ჰქონდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, თუ რა გვინდა გავაკეთოთ როგორც გუნდმა.

შეხვედრა ფანტასტიკურად დავიწყეთ, შეცდომები არ დაგვიშვია და სამი გოლის გატანა შევძელით. ეს დიდი უპირატესობა იყო, მაგრამ მე შესვენებაზე ასეთი სხვაობით გასვლა არ მიყვარს, რადგან ფიქრობ, რომ მატჩი მოგებულია, თუმცა ეს ასე არაა - ამ დონის შეხვედრა მსაჯის სასტვენამდე არ სრულდება.

მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მეტოქემ მეტი გოლის გატანა დაიმსახურა. მცირე უიღბლობა და შეიძლება, წაგვეგო.

ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ჩვენი განწყობაა. ვცდილობთ მოვიგოთ თითოეული მატჩი, ვცდილობთ გავიტანოთ და ერთ ან ორ გოლზე არ ვჩერდებით. ამის განცდა ძალიან სასიამოვნოა. და უნდა გავიმეორო: დღეს იღბლიანები ვიყავით, რადგან მეორე ტაიმში შეიძლებოდა, მეტი გოლი გაგვეშვა.'' - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა მანჩესტერ სიტი სტუმრად 4:2 დაამარცხა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 17 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, სტრასბურის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები