კრისტოფ დუგარი: პსჟ ყველა სხვა გუნდზე გაცილებით ძლიერია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დუგარიმ, პარი სენ-ჟერმენის თამაში შეაქო. განსაკუთრებული აღფრთოვანება მან მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩში, პირველი ტაიმის გამო გამოხატა, რომელსაც განსაცვიფრებელი და ფანტასტიკური უწოდა. რადიო RMC-ის გადაცემაში "After Foot"-თან საუბრისას, დუგარიმ პსჟ-ეს ფეხბურთელების თამაში შეაქო. ყოფილი ფეხბურთელის აზრით, ამ მატჩში, სიტი არაორგანიზებულად გამოიყურებოდა, თუმცა ამის გამო, ფრანგის თქმით, პსჟ-ეს თამაშის ხარისხში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
პირველი ტაიმი განსაცვიფრებელი იყო. როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ტექნიკური შესრულებით. პსჟ ყველას მკაფიო გზავნილს უგზავნის: მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში ისინი საშუალო დონეზე თამაშობდნენ, გადამწყვეტ მომენტში, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. გრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც კი მეტოქეზე ძლიერ პრესინგს ახორციელებენ და მეტ ძალისხმევას იჩენენ, მატჩის შეცვლა შეუძლიათ.
მეორე ტაიმში ცოტა გაუჭირდათ, თუმცა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ სათამაშო ტემპს ოდნავ მოუკლეს და იმავე ინტენსივობით აღარ თამაშობდნენ. ისინი ნებისმიერ სხვა გუნდზე გაცილებით ძლიერები არიან და ამით, ყველას მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნიან. - კრისტოფ დუგარი
2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგა, პსჟ-ემ სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა (6:1). ზედიზედ მეორე მოგებამ კი, პარიზელებს ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში, ლიდერობა შეუნარჩუნა. ამჟამად, პსჟ პირველ ადგილს ბარსელონასთან იყოფს. მომდევნო სამშაბათს, პარიზელები "პარკ დე პრენსზე" სწორედ კატალონიელებს უმასპინძლებენ.
🚨 Christophe DUGARRY 🇫🇷 EST IMPRESSIONNÉ PAR LE PSG APRÈS SA VICTOIRE 4-2 CONTRE CITY ! ❤️💙
— Actu Foot (@ActuFoot_) October 15, 2026
🗣️ « ILS SONT LARGEMENT PLUS FORTS QUE TOUT LE MONDE et c’est un sacré message qu’ils envoient à tout le monde. »
Sur la première période parisienne :
« Il y a cette première mi-temps… pic.twitter.com/gDZ0sYm3Tb