Belive

"ჩვენ გალათასარაი ვართ და არ გვაინტერესებს ვის ვეთამაშებით" - ოკან ბურუკი

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა, ოკან ბურუკმა, ბარსელონასთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. თურქმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტოქის მაღალი კლასის მიუხედავად, მისი გუნდი დაცვაში არ ჩაიკეტება. ბურუკის თქმით, ფეხბურთელებისთვის, საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების წინაშე თამაში, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან დაპირისპირების წინ, დამატებითი მოტივაციაა.

ბარსელონა სტამბოლში ხვალ ჩფრინდება. გალათასარაი კი, საკუთარი ატმოსფეროსა და საშინაო არენის მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება. 52 წლის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ბარსელონა ამჟამად, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდიცაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, თურქ სპეციალისტს საკუთარი გუნდის სჯერა და აცხადებს, რომ გალათასარაი მოედანზე დიდი თავდაჯერებით გავა.

ჩვენ გალათასარაი ვართ, საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ და არ გვაინტერესებს ვის ვეთამაშებით. ამიტომ, როგორი შემადგენლობითაც არ უნდა გავიდეთ მოედანზე, შეტევაზე უნდა ვიფიქროთ. ბარსელონასთან მხოლოდ დაცვითი თამაშით არ შემოვიფარგლებით, ჩვენც შევუტევთ. - ოკან ბურუკი

კიდევ ერთი საკითხი, გალათასარაიში მოთამაშე ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ, ილქაი გიუნდოგანს უკავშირდება. გასულ პარასკევს, გალათასარაიმ თურქეთის ჩემპიონატში ქასიმფაშა 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კი ვეტერან ფეხბურთელს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე გასვლის შანსი არ ჰქონია.

ამის შემდეგ, მწვრთნელი ფეხბურთელს მაშინვე გამოექომაგა და აღნიშნა, რომ მიუხედავად წინა შეხვედრაში სათამაშო დროის არ ქონისა, გიუნდოგანი მოედანზე გასასვლელად მზადაა.

სხვა სტატიები