ნოლიტო იამალზე: "მამამისის ადგილას ქუდს თავში ჩავარტყამდი"
გასულ სეზონში, ლამინე იამალის თამაშის ხარისხმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერი ფეხბურთელის შესაძლებლობების ზღვარის დადგენა რთულია. იამალი ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტთა შორისაა - მან ესპანეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი მოიგო. ბარსელონას ყოფილი ფეეხბურთელი, ნოლიტო, აღფრთოვანებულია იამალის თამაშის დონით, თუმცა აქვს შენიშვნებიც.
რასაც ის თავის ასაკში აკეთებს ბარსელონაში, იმ გარემოში, რომელშიც იმყოფება, აქამდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მას თითქმის ყველა თვისება აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს და ახლა ის საუკეთესოთა შორისაა. თამაშობს 60 000 მაყურებლის წინაშე და გუნდს მხრებით ატარებს - ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე...
პირად მე არ მომწონს ის, როგორც საფრანგეთთან შეხვედრის შემდეგ მოიქცა. პრესკონფერენციაზე ასეთი ჩაცმულობით შესვლა... მამამისი რომ ვიყო ქუდს აუციილებლად თავში ჩავარტყამდი (იცინის). არის გარკვეული დრო და ადგილი, სადაც შესაბამისად უნდა მოიქცე - შენ ბარსელონას წარმოადგენ. - განაცხადა ნოლიტომ
ზემოხსენებულ ინტერვიუში ნოლიტომ ასევე გაიხსენა ბარსაში გატარებული დროც, მან სარეზერვო გუნდში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, პირველ გუნდში კი მხოლოდ - 5. მან დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები რეალისა და ბარსელონასთვის, რომელსაც ის პირველ რიგში ჩაატარებდა. "რეალის პრეზიდენტი რომ ვიყო, ვინისიუსს გავყიდიდი, მბაპეს მარცხნივ დავაყენებდი და თავდამსხმელს დავიმატებდი, ბარსელონას პრეზიდენტობის შემთხვევაში, კიდევ ერთ თავდამსხმელს და რეალის ფლეიმეიკერს დავიმატებდი, რომელიც ძალიან მომწონს".
💥🧢 "¿LAMINE YAMAL? Si fuese su padre, le doy con la gorra en la oreja".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) June 24, 2025
🗣️ NOLITO, exjugador del Barça, habla de la perla culé en 'La tasca de Capi'.
¡Disponible este martes a las 18:00h! pic.twitter.com/GHmb5htGZ5