ინიგო მარტინესი: "ახლა ფულის საშოვნელად იდეალური ასაკი მაქვს"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ალ ნასრის 34 წლის მცველმა, ბარსელონადან საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ, ამ ფაქტზე პირველად ისაუბრა და აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც არაბებმა მას შეთავაზება გაუკეთეს და კონტრაქტის პირობებზე დაელაპარაკნენ, არც ერთი წამით არ უფიქრია უარის თქმა.
"ბარსელონადან წამოსვლის გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან აქამდე ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, როგორც ამ კლუბში - გულშემატკივრებს ძალიან შევაყვარე თავი და პირიქით, მათაც ძალიან შევაყვარე თავი, ყველაზე მეტად სწორედ ამის დატოვება გამიჭირდა, თუმცა მოდი გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ცხოვრებაში იდეალური შანსი მივიღე იმისა, რომ დიდი ფული ვიშოვო და ამ ყველაფერზე უარის თქმა დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია.
მათ უბრალოდ არნახული კონტრაქტი დამიდეს წინ და სასაცილოდ რომ ვთქვათ, მათ მე მიყიდეს.
მე ესპანეთში ამდენ ფულს არასდროს და არავინ არ გადამიხდია, სწორედ ამიტომ, როდესაც გყავს შვილები, ოჯახი, ამ ყველაფერს მარტო ვეღარ წყვეტ და მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ვთვლი, რომ ჩემთვის ფულის საშოვნელად იდეალური დროა.
34 წლის ვარ და ასეთი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება, სწორედ ამიტომ არ ვთქვი ასეთ შესაძლებლობაზე უარი..." - ინიგო მარტინესი
მარტინესი ბარსელონაში 2023 წელს, ბილბაოს ატლეტიკიდან გადავიდა. მან ბლაუგრანას შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა და კლუბს 2024/25 წლების ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტიტულების მოგებაში დაეხმარა. გასულ სეზონში, სათამაშო ხარისხით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბარსას შემადგენლობაში.