"დაამტკიცებს რომ იმსახურებს" - ისაკი შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვედეთის ნაკრები ნოემბრის თვეში 2 მატჩს გამართავს.
შვედეთის ნაკრების 48 წლის თავკაცმა - ჯონ დალ ტომასონმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შვედეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად, შემადგენლობაში უთამაშებელი და ცუდ ფორმაში მყოფი - ალექსანდრ ისაკი მოხვდა, რომლის სატრანსფერო საგა ჯერ კიდევ არ სრულდება.
შვედეთის ნაკრების შემადგენლობა
ისაკის გამოძახების შესახებ, ნაკრების მწვრთნელმა - ჯონ დალ ტომასონმა ისაუბრა.
"ყოველდღიურად გვაქვს საუბარი მასთან, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დაგვარწმუნა, რომ ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ მას სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითია." - ჯონ დალ ტომასონი
შვედეთის ნაკრები 5 სექტემბერს სტუმრად სლოვენიას, ხოლო 8 სექტემბერს ასევე სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება.
ალექსანდრ ისაკი ნიუკასლს 2022 წელს რეალ სოსიედადიდან შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ინგლისურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან ყველა ტურნირის ეგიდით 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 62 გოლი, 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან ერთად გასულ სეზონში მან "კაჭკაჭებთან" ერთად ინგლისის ლიგის თასი მოიგო.