Belive

ნიუკასლთან განადგურების შემდეგ, ტოტენჰემის ფეხბურთელებმა ფანებს მოუბოდიშეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ლონდონის "ტოტენჰემი" "ნიუკასლთან" სტუმრად 6:1 განადგურდა. დედაქალაქელები საწყის 21 წუთში 5:0 აგებდნენ.

სამარცხვინო განადგურების შემდეგ, ლონდონის "ტოტენჰემმა" სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ისინი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიან.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბის გადაწყვეტილებით, ლონდონელი გულშემატკივრები, რომლებიც ნიუკასლში საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ ჩავიდნენ, ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

პრემიერ ლიგის 31 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" 53 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები