Belive

სკოლარი: "როდესაც ისინი დავინახე, ვუთხარი, რაც უნდოდათ მოედანზე ის გაეკეთებინათ..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2002 წელს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მთავარი მწვრთნელი კი ლუის ფელიპე სკოლარი იყო, რომელმაც სახალისო ისტორია გაიხსენა.

"მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ერთ-ერთი მატჩი იყო და ვმარცხდებოდით, შესვენებაზე ბიჭები გასახდელში შემოვიდნენ, რომ ტაკტიკა დამეხაზა და მეორე ტაიმისთვის მოედანზე უკეთესები გავსულიყავით.

წინ რონალდო, კაკა, ადრიანო, რობერტო კარლოსი და კაფუ დავინახე, დავფიქრდი და წამშივე გამეცინა იმ ფაქტზე, თუ რა დიდებული მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი.

ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი, რომ გადით და თქვენი თავი იყავით, რაც გინდათ და როგორც გინდათ ისე ქენით, როგორმე შეგატყობინებთ, თუ ცვლილებები დავაპირე..."

- სკოლარი

შეგახსენებთ, რომ სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2001-2002 წლებში იყო, სადაც მსოფლიო თასი მოაგებინა, მეორედ კი ბრაზილიის ნაკრებში 2012-2014 წლებში იმუშავა.

სხვა სტატიები