Belive

ნეიმარი ისევ ბარსელონაზე ფიქრობს - ბრაზილიელი მესის ესაუბრა 

6 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური გამოცემების რწმუნებით, ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი კვლავაც ამოძრავებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც ლუის სუარესის დაბადების დღეს დაესწრო და ლეო მესის უთხრა, რომ მომავალ სეზონში, "ბლაუგრანაში" დაბრუნების ოცნებას რეალობად აქცევდა. 27 წლის თავდამსხმელი "პარი სენ-ჟერმენს" 2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფას 222 მილიონ ევროდ შეუერთდა, მანამდე კი 4 წელი სწორედ ესპანეთის მოქმედ ჩემპიონში ჰქონდა გატარებული.

სხვა სტატიები