Belive

ანჩელოტიმ დაადასტურა | ნეიმარი შოტლანდიასთან ითამაშებს

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის პრეზიდენტის ირონიულ ქილიკს, ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე „დისტანციურად მუშაობსო“ – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მოედანზევე უპასუხა. იტალიელმა სპეციალისტმა ჰაიტისთან მატჩის შემდეგ უმნიშვნელოვანესი სიახლე გააჟღერა, რამაც „სელესაოს“ ქომაგები ძალიან გაახარა.

ანჩელოტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ათიანი ლაზარეთს ტოვებს და ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ნეიმარი ხვალ ინდივიდუალურად ივარჯიშებს, კვირას კი უკვე გუნდს შეუერთდება. ის შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება და აუცილებლად ითამაშებს..." - კარლო ანჩელოტი

ეს სიახლე ბრაზილიის ნაკრებისთვის უდიდესი მენტალური და სათამაშო უპირატესობაა. მას შემდეგ, რაც გუნდმა ჰაიტი 3:0 გაანადგურა და 4 ქულით C ჯგუფში გალიდერდა, ნეიმარის დაბრუნება ანჩელოტის შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო საშიშს ხდის.

ნეიმარის 2-წლიანი მოლოდინი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში თამაში ჰქვია, ოთხშაბათს, 24 ივნისს, მაიამიში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“ დასრულდება.

სხვა სტატიები