ნიკო პასი: "სისხლის ფასად ვიბრძოლებთ, რომ ეს თასი არგენტინაში დავაბრუნოთ"
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი დრამატული მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ტალანტმა - ნიკო პასმა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ემოციური გზავნილით მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის წინ მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელს მუნდიალზე საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შანსი არ მიცემია.
„უდიდესი სიამაყეა ამ ქვეყნის, ამ ეროვნული ნაკრების წარდგენა და იმ საოცარი ადამიანების ნაწილად ყოფნა, რომლებიც მზად არიან ამ ფერებისთვის მოკვდნენ.
გპირდებით, პირადად მე აბსოლუტურად ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ეს თასი არგენტინაში დავაბრუნო, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს." - ნიკო პასი
“Orgullo de representar a este país, a esta selección y formar parte de un grupo de personas increíbles que mueren por estos colores.
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) July 20, 2026
PROMETO DAR ABSOLUTAMENTE TODO DE MÍ PARA TRAER ESA COPA DEVUELTA A ARGENTINA”.
Nico Paz. 🇦🇷❤️ pic.twitter.com/HwAJieJt5b
საგულისხმოა, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ნიკო პასმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორ ჯგუფურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლიონელ სკალონიმ ორივე შეხვედრაში იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოიყვანა და ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯამში მხოლოდ 91 წუთი ითამაშა. 10 წუთი ალჟირთან, ხოლო 61 წუთი იორდანიის წინააღმდეგ.
მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, პასის ეს სიტყვები ნათლად აჩვენებს მის მენტალიტეტსა და მზაობას, გახდეს „ალბისელესტეს“ მომავალი წარმატებების მთავარი შემოქმედი.