Belive

ტოტენჰემის მწვრთნელი: 'ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პაციენტი გარდაიცვალა'

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა უეფას სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო და ეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ტოტენჰემის წინააღმდეგ გააკეთა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტები კი პარიზელებმა უკეთ შეასრულეს. პსჟ 85-ე წუთამდე 2:0-ს აგებდა, თუმცა გუნდმა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლო. ტოტენჰემის მწვრთნელმა, ტომას ფრნაკმა, შეხვედრის სცენარი სამედიცინო ენაზე ახსნა.

ძალიან ვამაყობ მოთამაშეებით და მთელი გუნდით. მათ ყველაფერი გაიღეს, ითამაშეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. 75/80 წუთი, არაფერი დაუთმეს კლუბს, რომელსაც მოედანზე ფეხბურთის ნამდვილი ოსტატები ჰყავდა.

ვიცოდი, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ რაღაც ცოტა განსხვავებული უნდა გაგვეკეთებინა. ეს იყო სპეციალური ოპერაცია. სამედიცინო თვალსაზრისით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ პაციენტი გარდაიცვალა. ჩვენ ვიმუშავეთ თამაშის გეგმაზე, რომელიც ცოტა განსხვავებული იყო და ის ძალიან ახლოს იყო წარმატებასთან.

მადლობა ყველას, ვისაც ეყო სიმამაცე პენალტები შეესრულებინა. - განაცხადა ტომას ფრანკმა

ტოტენჰემი პრემიერლიგურ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს, ლონდონური კლუბი პირველ ტურში შინ, ბარნლის მიიღებს.

სხვა სტატიები