Belive

ოფიციალურად | დეზირე დუე მოედანზე 2026 წლამდე ვერ დაბრუნდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურის შეხვედრა ლორიანსა და პსჟ-ს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 61-ე წუთზე პარიზული კლუბის შემტევმა, დეზირე დუემ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.

თავდაპირველად L'Equipe-ს ცნობით, ცნობილი ხდებოდოდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ს ,,სულ მცირე რამდენიმე კვირით'' დააკლდებოდა, თუმცა კვლევებმა ცუდი სურათი აჩვენა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წლის ფრანგი ტალანტი კლუბს 2026 წლის იანვარი/თებერვლამდე ვერ დაეხმარება.

დუეს მიმდინარე სეზონში 1 ტრავმა უკვე ჰქონდა, რის გამოც პარი სენ ჟერმენის 6 მატჩი გამოტოვა, ახლა კი ბევრად მეტის გამოტოვება მოუწევს...

შეგახსენებთ, რომ 20 წლის დეზირე დუე პსჟ-ში 2024/2025 წლების სეზონიდან თამაშობს, რა დროშიც მან 65 თამაში ჩაატარა, სადაც 16 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს პარიზულ გრანდთან ერთად დაეუფლა.

სხვა სტატიები