ნეიმარი ბრაზილიას დაემშვიდობა
ნეიმარის სანაკრებო კარიერის ბოლო თავი ცრემლებით დასრულდა. ნეიმარმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც "სელესაო", მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ნორვეგიასთან დამარცხდა. ნეიმარმა ბოლო სანაკრებო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
ბრაზილიელთა ათიანი, ნაკრებს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ემშვიდობება. ნეიმარმა, ბრაზილიის მაისურით, 80 გოლი გაიტანა და ამ შედეგით, პელეს გაასწრო (77).
მატჩის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მისი გზა სწორედ იქ სრულდება, სადაც ერთ დროს მისი პიკი დაიწყო,
ვცადე, ვცადე. ყველაფერი აქ, "მეტლაიფ სტედიუმზე" დაიწყო და აქვე დასრულდა. ახლა ყველაფერი დამთავრებულია. - ნეიმარი
🚨🚨 BREAKING: Neymar announces his RETIREMENT FROM INTERNATIONAL FOOTBALL. 👋🏼🇧🇷
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2026
“I tried. I tried. It started here at Met Life stadium and I finished here. It is now over”, Ney said after the game.
His story with the Brazilian national team is over. pic.twitter.com/vPIFflyJHq
ნეიმარი ნაკრებს, საკმაოდ სოლიდური სტატისტიკური მონაცემებით ტოვებს. გარდა ბომბარდირობისა, ის მეორე ადგილზეა, ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (130). მას მხოლოდ კაფუ უსწრებს (142). გარდა ამისა, ნეიმარი, წლების განმავლობაში ბრაზილელთა ლიდერი და მთავარი საყრდენი იყო.
ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა გზას გავილის და როგორ განვითარდება მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. კარლო ანჩელოტი, რომელსაც "სელესაოსთან" კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მომავალში კი შეიძლება, ისევ ერთი ლიდერის გარშემო აწყობილი, ან უფრო მეტად გუნდურ თამაშზე ორიენტირებული ბრაზილია მივიღოთ.