კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენ ბევრად უკეთესს ვიმსახურებდით"
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, შვეიცარიასთან, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, კოლუმბიის ნაკრების თავკაცმა, ნესტორ გაბრიელ ლორენცომ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული იყო.
ვფიქრობ, ბევრად უკეთესს ვიმსახურებდით, რადგან ძალიან ინტენსიურად ვთამაშობდით. ჩვენ ძალიან კარგი შემტევები გვყავს, რომლებიც კლუბურ დონეზე ბრწყინვალედ თამაშობენ. მეტოქის კარის მიმართულებით, დაახლოებით ჩვიდმეტჯერ დავარტყით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. 90 წუთშიც შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ საბოლოოდ, თამაში პენალტებამდე მივიდა, სადაც დავმარცხდით. არავინ გაკრიტიკებას არ ვაპირებ, უბრალოდ ხანდახან ეს გამოგდის და ხანდახან არა.
შვეიცარიელთა მეკარეს, გრეგორ კობელს, დღეს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და საკუთარი ნაკრები რამდენჯერმე, აშკარა გოლებისგანაც იხსნა. შვეიცარიას ამ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება ჩემ მოთამაშეებს, მიუხედვად იმისა, რომ დავმარცხდით, მე მათით ვამაყობ. წაგება მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსაგებად ყველაფერს აკეთებ. მაგრამ ასეთია ფეხბურთი. - ნესტორ გაბრიელ ლორენცო
🚨🎙️ NESTOR GABRIEL LORENZO (COLOMBIA'S COACH) PRAISING THE KOBEL (SWITZERLAND'S GOALKEEPER):
— Unpopularfootyx (@Unpopularfootyx) July 7, 2026
🗣️“I have to start by congratulating Switzerland.
I think their goalkeeper was outstanding today.
He was absolutely top class.
In my opinion, he saved them on countless occasions.… pic.twitter.com/GNj2m3IRS2
კოლუმბიამ წლევანდელი მუნდიალი, ჯგუფში, პირველ ადგილზე დაასრულა. 1/16 ფინალში განის ნაკრებიც დაამარცხა, საბოლოოდ კი 1/8 ფინალში შვეიცარიასთან წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.