Belive

მესის მორიგი გოლი და არგენტინის "ქამბექი"

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინისა და ეგვიპტის მატჩი, წლევანდელ მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე ძალიან ახლოს იყო მორიგ ისტორიულ გამარჯვებასთან, მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში შემოატრიალეს.

ანგარიში ეგვიპტელებმა გახსენს. მე-15 წუთზე, იასერ იბრაჰიმიმ, თავური დარტყმით საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. ამ გოლიდან მალევე, ეგვიპტელთა საჯარიმოში, ნიკოლას ტალიაფიკოს წინააღმდეგ, ჰოსამ ჰასანი დაჯარიმდა, რასაც პენალტი მოჰყვა. თუმცა ლეო მესის თერთმეტმეტრიანი მუსტაფა შობეირიმ მოიგერია. ამით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ერთ მუნდიალზე, ორი პენალტი გააფუჭა. ლეომ, ჯგუფურ ეტაპზე, ვერც ავსტრიას გაუტანა. ამის მიუხედავად, არგენტინას გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰოქნდა. ერთი თავად მესის, როდესაც მისი ჯარიმა ძელს მოხვდა. სახიფათო მომენტები შექმნეს ალექსის მაკალისტერმა და ხულიან ალვარესმაც, მაგრამ ორივე მათგანს ეგვიპტელთა მეკარემ აჯობა.

მეორე ნახევარში უპირატესობა მოქმედ ჩემპიონებს ჰქონდათ, მაგრამ ეგვიპტელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ. შეხვედრის 58-ე წუთზე, მუსტაფა ზიკომ მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლი, მანამდე, ლისანდრო მარტინესის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო გაუქმდა. ამის მიუხედვად, რამდენიმე წუთში, ზიკომ მაინც შეძლო არგენტინელთა კარის აღება.

თამაშის სურათიდან და ეგვიპტელთა დაცვიდან გამომდინარე, ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ არგენტინა ამ თამაშს შეამოატრიალებდა. 79-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მესის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, კრისტიან რომერომ ანგარიშში სხვაობა შეამცერა. ამ გოლიდან 5 წუთში, თავად მესიმ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო წერტილი კი 93-ე წუთზე, ენცო ფერნანდესმა დასვა.

არგენტინამ ძალიან დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კოლუმბიის ან შვეიცარიის ნაკრები იქნება. თავად კოლუმბიისა და შვეიცარიის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 00:00 - ზე დაიწყება.

სხვა სტატიები