Belive

"ნაპოლი ევროპის საუკეთესო გუნდია" - ჩეზარე პრანდელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ჩეზარე პრანდელი, "პარტენოპეის" სათამაშო ფორმით აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ევროპის საუკეთესო გუნდია.

Gazzetta dello Sport-სთან საუბარში, 65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა აღფრთოვანება ვერ დამალა.

"როდესაც ფეხბურთის ყურებით სიამოვნების მიღება მსურს, "ნაპოლის" თამაშს ვუყურებ. ამას არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს ლიდერობს.

"ნაპოლი" საუკეთესო გუნდია იტალიასა და ევროპაში. ზაფხულში ამბობდნენ, რომ სპალეტი დასრულებულია და ვარაუდობდნენ, რომ დე ლაურენტისი და ჯუნტოლი პროექტს შეცვლიდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

"ნაპოლი" ყველა მხრივ დასაფასებელი გუნდია. ფეხბურთელები ჰარმონიაში არიან და უდიდესი სიამოვნებით თამაშობენ. გუნდი კონტრშეტევებზე ბრყინვალედ გამოიყურება და ასევე დაცვაშიც კომპაქტურად ასპარეზობს", - ჩეზარე პრანდელი.

სხვა სტატიები