Belive

ზაფხულის პირველ ამხანაგურ მატჩში ნაპოლი სერია C-ს გუნდთან დამარცხდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლიმ მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანტონიო კონტეს გუნდმა დღეს ზაფხულის პირველი ამხანაგური შეხვედრა სერია C-ს წარმომადგენელთან, არეცოსთან გამართა და სენსაციურად 0:2 დამარცხდა.

არადა, მართალია თითო ტაიმში, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელთა რიგებში გუნდის ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელმა ითამაშა.

ნაპოლის სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა:

  • მერეტი - ოლივერა, ჟუან ჟესუსი, მარიანუჩი, დი ლორენცო, ანგისა, ჰასა, დე ბრუინე, ლანგი, ძანოლი, ლუკა.

მატჩის მე-2 ნახევარში თამაშში ლუკაკუ, რასპადორი, ნერეში, ძერბინი, ლობოტკა, სპინაცოლა, რაჰმანი და მაძოკი ჩაერთვნენ.

შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე ემილიანო პატარელომ გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანით ისარგებლა, მე-2 გოლი კი სტუმრებმა მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე გაიტანეს.

ნაპოლი მომავალ ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს, კატანძაროს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები