ბერნარდუ სილვა: 'დე ბრუინეს უფრო მეტს უმღერებენ, ვიდრე ჩვენ'
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგას საკუთარ სტადიონზე, ნაპოლის წინააღმდეგ დაიწყებს. სიმბოლურია, რომ პირველივე შეხვედრაში, დე ბრუინე იქ დაბრუნდება, სადაც 10 წელი გაატარა და ბუნებრივია, ყველას ყურადღება სწორედ ბელგიელი ნახევარმცველისკენ იქნება მიმართული. სიტის მოთამაშეებმა და კევინის ყოფილმა თანაგუნდელებმა ამ თემაზე ისაუბრეს.
ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღე იქნება. ჩვენ ახლა მეტოქეები ვიქნებით, ამიტომ მას სივრცეს არ დავუთმობ.
მე ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სიტისთვის, მე ამ ფორმატში ჯერ არ მითამაშია და ეს საკმაოდ რთული ჩანს, ამიტომ ზედა ადგილების დასაკავებლად ყველა თამაშის მოგებაა საჭირო. - განაცხადა როდრიმ
ლიგის ფაზის წილისყრისთანავე მივწერე და ვფიქრობ, გულშემატკივრები უფრო მას მიუძღვნიან სიმღერებს, ვიდრე ჩვენ - ის ნამდვილად ბედნიერია.
ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს ბედისწერაა, ის პირველ თამაშში სწორედ აქ უნდა დაბრუნებულიყო. კარგია, რომ პირველი თამაში ნეაპოლში სტუმრად არ მივდივართ. - ბერნარდუ სილვა დე ბრუინეს დაბრუნებაზე
გვარდიოლას გუნდს წინ რთული გრაფიკი ელის - მათ შორის მონაკოსთან, ვილიარეალთან და რეალ მადრიდთან ვიზიტები, ასევე დორტმუნდთან და ბაიერ ლევერკუზენთან საშინაო მატჩები - ამიტომ ნაპოლისთან მოგებით დაწყება მნიშვნელოვანია.