Belive

რომელუ ლუკაკუ: "ნაპოლიში ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი წელი გავატარე"

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიელიმა თავმდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, რომელიც ამჟამად თურქული ფენერბახჩეს ღირსებას იცავს, გასული სეზონი შეაფასა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ნაპოლის დატოვება. 33 წლის ფეხბურთელმა, ამ საკითხზე, ბელგიურ ტელევიზიასთან ისაუბრა. მისი კომენტარი Sportmediaset-მა გაავრცელა.

ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი წელი იყო. რატომ გადავწყვიტე წასვლა? რაღაცებს ვისმენდი. ჩემთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს. თუ ეს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, ალბათ ჩემთვის წასვლა უკეთესიც კი იყო. გამუდმებით იმის მტკიცება, რომ მე ფორმაში არ ვიყავი უბრალოდ ტყუილია. ამ ყველაფერს, იტალიაში ალბათ, ჩემი საბოტაჟის მიზნით აკეთებდნენ. სათამაშოდ, ასი პროცენტით მზად ვარ.

მე თამაშის გაგრძელება 2030 წლამდე მინდა, მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც. ამის შემდეგ კი, ყველაფერი დასრულდება. 40 წლამდე ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. ეს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. თუ ყოველთვის სხვების აზრს მოუსმენ, უბრალოდ უდებური იქნები - მე კი საკუთარ თავზე ვზრუნავ. ახლა კი კიდევ ერთხელ დავბრუნდი. - რომელუ ლუკაკუ