Belive

"ნაპოლი დარვინ ნუნიესის შეძენას აქტიურად განიხილავს" - Sky Sports

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლი ლივერპულის ურუგვაელი ფეხბურთელის დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. Sky Sports-ის ინფორმაციით ნეაპოლური გუნდი უდინეზეს თავდამსხმელის, ლორენცო ლუკას შეძენასაც გეგმავს, თუმცა ნუნიესის ტრანსფერზე მუშაობა არ შეჩერებულა.

წყაროს ცნობით ნაპოლი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ხელფასის სახით კი ნუნიესს 5-დან 6 მილიონ ევრომდე შესთავაზეს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ურუგვაელის ხელფასი ლორენცო ლუკას ანაზღაურებაზე 2-ჯერ მეტია და ლივერპულის მოთხოვნებიც გაცილებით მეტია, ვიდრე უდინეზეს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით ნაპოლი ორივე ვარიანტზე მუშაობს და ხელიდან არცერთის გაშვებას არ აპირებს.

სხვა სტატიები