Belive

მომდევნო წლიდან ნეიმარი შესაძლოა იტალიის სერია A-ში ვიხილოთ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით 33 წლის შემტევის ტრანსფერით იტალიის სერია A-ს ორი გუნდი, ინტერი და ნაპოლი ინტერესდებიან. ნეიმარი ამჟამად ბრაზილიური სანტოსის ფეხბურთელია, კონტრაქტი კი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და იანვარში უკვე თავისუფალი აგენტი იქნება და სწორედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილება მისი გადასვლა ერთ-ერთ იტალიურ კლუბში.

სხვადასხვა იტალიური წყაროს ცნობით ნეიმარის აგენტსა და როგორც ნაპოლის, ასევე ინტერის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და დიდი შანსია მომავალი წლიდან ბრაზილიელი სერია A-ში ვიხილოთ.

ამ ტრანსფერის განხორციელებას ისიც ამყარებს, რომ ნეიმარი იქ ასპარეზობით შეეცდება კარლო ანჩელოტის დაუმტკიცოს, რომ ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს.

სხვა სტატიები