"ამდენ ტურნირზე სათამაშოდ ჩვენ არ გვყავს შესაფერისი შემადგენლობა" - ანტონიო კონტე
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ პიზა 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დავიწყოთ იმით, რომ გამარჯვება არასდროს არის ადვილი. დღეს ჩვენ ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკური თვალსაზრისით ყოველთვის კარგად გამოიყურება. ეს ადვილი მატჩი არ იყო. გვიხარია, რომ ჩემპიონატი ოთხი გამარჯვებით დავიწყეთ.
ამდენ ტურნირზე სათამაშოდ ჩვენ არ გვყავს შესაფერისი შემადგენლობა. სკუდეტოს მოგების შემდეგ ბევრი მოთამაშე დავიმატეთ, მათ მაისურზე სკუდეტოა გამოსახული, ამის გამო თავისუფლად თამაში არ შეიძლება, რადგან გუნდის მიმართ ყველას დიდი მოლოდინი აქვს.
გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ჯერ კიდევ სჭირდებათ ზრდა და გაუმჯობესება. ჩვენ სატრანსფერო ფანჯრის დროს 9 ფეხბურთელი დავიმატეთ, ყველა მათგანი სხვადასხვა წარმომავლობისაა და სკუდეტოსთან დაკავშირებით უზარმაზარი მოლოდინია. მოთმინება უნდა ვიქონიოთ და ზოგიერთ დაშვებულ შეცდომას შევეგუოთ. - ანტონიო კონტე - ნაპოლის მთავარი მწვრთნელი
. @sscnapoli, Conte: "Lo scudetto ha portato un macigno di aspettative. Ci sono alcuni ragazzi che devono ancora crescere e salire di livello".https://t.co/XK2CfQ3Pme
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) September 22, 2025
ნაპოლის მიმდინარე სეზონში 4-დან 4 გამარჯვება აქვს და 12 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.