ნაგელსმანი: ,,არ მჯერა, რომ მბაპე ბაიერნთან მატჩს გამოტოვებს''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მატჩში კილიან მბაპეს შესაძლო არყოფნაზე ისაუბრა:
,,არ მჯერა, რომ მბაპე მატჩს გამოტოვებს, მგონია, რომ ითამაშებს. არ ვიცი, როგორი დაზიანება მიიღო. პარიზელთა პრესსამსახურის განცხადება საკმაოდ ბუნდოვანია.
ვერ წარმომიდგენია, რომ კილიანი ჩვენთან შეხვედრაში არ იქნება,'' - განაცხადა ნაგელსმანმა.
მბაპემ ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ,,მონპელიესთან'' შეხვედრაში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.
,,ბაიერნსა'' და ,,პსჟ-ს'' შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 14 თებერვალსაა ჩანიშნული.