Belive

ოქროს ბურთი უსმან დემბელეს გადაეცა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთი'' საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევს, უსმან დემბელეს გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

დემბელეს მთავარი კონკურენტი გამოკითხვაში ლამინე იამალი იყო:

Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. დემბელე

  2. იამალი

  3. ვიტინია

  4. სალაჰი

  5. რაფინია

  6. ჰაკიმი

  7. მბაპე

  8. პალმერი

  9. დონარუმა

  10. მენდეში

დემბელემ 2025 წელს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. უსმანმა გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ოქროს ბურთის'' ბოლო გამარჯვებული როდრი იყო, რომელმაც შარშანდელ გამოკითხვაში 1170 ქულა მიიღო:

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი დასახელდა.

  • საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ვიქტორ დიოკერეშმა მიიღო.

  • წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე.

  • წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ.

  • წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - არსენალი.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.

სხვა სტატიები