მუნდიალი 2026 | კოტ-დ'ივუარმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
კოტ-დ'ივუარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ემერსე ფაემ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
კოტ-დ'ივუარის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ფოფანა, მოჰამედ კონე, ალბან ლაფონტი
მცველები - ემანუელ აგბადუ, კლემენტ აკპა, უსმან დიამონდე, გელა დუე, გისლან კონანი, ედილონ კოსუანე, ევან ნდიკა, ვილფრიდ სინგო
ნახევარმცველები - სეკო ფოფანა, პარფატ გუიაგონი, ფრანკ კესი (კაპიტანი), კრისტ ტაპე ოუილა, იბრაჰიმ სანგარე, ჟან სერი.
თავდამსხმელები - სიმონ ადინგრა, ბონი, ამად დიალო, ომარ დიაკიტე, იან დიამონდე, ევან გესანდი, ნიკოლას პეპე, ბენი ტრაორე, ელი ვაჰი.
კოტ-დ'ივუარის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მუნდიალისთვის
კოტ-დ'ივუარის ნაკრები მუნდიალზე ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს.
აფრიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე E-ჯგუფში: ეკვადორის, გერმანიისა და კურასაოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
კოტ-დ'ივუარის ნაკრები პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს.