მემფის დეპაი: "ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ"
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა - მემფის დეპაიმ, მუნდიალზე გამგზავრებამდე ნიდერლანდურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და გუნდის მთავარი მიზანი, მუნდიალის მოგებაა.
მემფის დეპაიმ ასევე აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან კარგად არის შეკრული და შეთამაშებული, რაც მათ თავდაჯერებულობასა და სითამამეს სძენს.
"მუნდიალზე თამაში ყოველთვის ძალიან დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის და აბსოლუტურად ყველაფერი გავიწყდება ირგვლივ, გარდა იქ თამაშისა.
ჩვენ კარგი ნაკრები ვართ, ვარჯიშები და შეკრებები გავიარეთ და კარგად ვართ შეთამაშებულები, რაც გვაძლევს იმის შემართებას, რომ ამერიკაში ტიტულის მოსაგებად წავიდეთ.
და დიახ, ასეც არის, ჩვენ აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ..." - მემფის დეპაი
მემფის დეპაი, რომელიც ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია (55) კარიერაში მესამე მუნდიალზე ითამაშებს (2014, 2022, 2026).
ნიდერლანდები F ჯგუფშია იაპონიასთან, შვედეთთან და ტუნისთან ერთად. კუმანის გუნდი, გამხსნელ თამაშს 15 ივნისს, იაპონიასთან ჩაატარებს.