Belive

არდა გიულერი: "მთელი ჩემი კარიერა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დაივიწყოთ"

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ამბიციური გუნდი, თურქეთის ეროვნული ნაკრები, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა.

ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ჯგუფის მეორე ტურში, უმძიმეს და უდიდესი ვნებათაღელვის მქონე მატჩში, პარაგვაისთან 0:1 წააგეს. ამ მარცხით თურქებმა პლეი-ოფში გასვლის ყოველგვარი თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ნაადრევად ეთიშებიან მსოფლიო ჩემპიონატს. ორი მატჩი, 0 ქულა, 3 გაშვებული და რაც ყველაზე საგანგაშოა - 0 გატანილი გოლი. აი, ასეთია თურქული ფეხბურთის ნამდვილი კოშმარი.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა და ლიდერმა, არდა გიულერმა გააკეთა. რეალის შემტევმა იმედგაცრუება ვერ დამალა და გულშემატკივარს პირდაპირ მიმართა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი არაფერია სათქმელი - გვინდა ბოდიში მოვიხადოთ, სირცხვილის გრძნობა გვაქვს. ჩვენ ყველანი ტოპ კლუბებში ვთამაშობთ და ამ ტურნირზე ბევრად უკეთესად უნდა გამოვსულიყავით. ორ თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ და ეს უბრალოდ მიუღებელია. ეს საჯარო შერცხვენაა, რაზეც ძალიან მტკივა გული.

მომავალ ტურნირებზე ბევრად უკეთესად ვიასპარეზებთ. რაც შემეხება მე, მთელი ჩემი ეროვნული ნაკრების კარიერის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს ეს ტურნირი დაავიწყდეს. - არდა გიულერი

თურქული მედია ნაკრების ამ გამოსვლას ისტორიულ სირცხვილს უწოდებს. სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა გუნდისთვის, რომელსაც შემტევ ხაზში უდიდესი პოტენციალი ჰქონდა:

მუნდიალის დაწყებამდე საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ თურქეთი ამ ჯგუფის ფავორიტი თუ არა, პლეი-ოფში აუცილებლად გამსვლელი მაინც იყო. მათი ასეთი კრახი კი საფეხბურთო სამყაროში დიდი განხილვის საგანი გახდება.

ბოლო ტურში ავსტრალია და პარაგვაი მეორე საგზურისთვის ერთმანეთში იბრძოლებენ, თურქეთის ნაკრებისთვის კი აშშ-სთან მატჩი მხოლოდ პრესტიჟის თამაშად იქცა.

სხვა სტატიები