Belive

მუნდიალი 2022 | მე-16 სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. 2 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გასული ყველა ნაკრები გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი.

3 დეკემბერს, გულშემატკივარმა ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება იხილა – ნიდერლანდებმა აშშ 3:1 დაამარცხა და 1/4-ფინალური საგზური მოიპოვა, ხოლო არგენტინამ, ასევე სანახაობრივ მატჩში ავსტრალია 2:1 დაამარცხა.

ამ დროისათვის კატარი დედამიწის ყველაზე “ცხელი წერტილია” და ამის მიზეზი საფეხბურთო დღესასწაულია, რომელიც დიდსა თუ პატარას – ფეხბურთის სტაჟიან თუ დამწყებ გულშემატკივარს აერთიანებს.

4 დეკემბერს, კიდევ ორი 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა. მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობა საფრანგეთმა და ინგლისმა განაგრძეს. საფრანგეთმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა, ხოლო ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა.

5 დეკემბერს, საინტერესო 1/8-ფინალური დაპირისპირებები გველის.

05.12.2022 – 19:00 იაპონია Vs. ხორვატია

05.12.2022 – 23:00 ბრაზილია Vs. სამხრეთ კორეა

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


იაპონია Vs. ხორვატია



ბრაზილია Vs. სამხრეთ კორეა

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა: ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ედერ მილიტაო, კაზემირო, ლუკაშ პაკეტა, ნეიმარი, რიშარლისონი, რაფინია, ვინიციუსი.

2:0 ნეიმარი

3:0 რიშარლისონი

4:0 ლუკაშ პაკეტა

4:1 პაიკ სანგ-ჰო

სხვა სტატიები