Belive

კარლო ანჩელოტი: " მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილიის ნაკრები მოიგებს"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების, ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მუნდიალის წინ ამბობს, რომ მისი გუნდი ტურნირის მოგებას მოახერხებს.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. საჭიროა, რომ ფეხბურთელებს ტურნირის მიმართ მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ. როდესაც მოლოდინები დიდია, მოტივაციაც იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ასპექტი. ფეხბურთელებმა ერთიანი მიზნისთვის უნდა იმუშაონ და თავიანთი საუკეთესო თვისებები მაქსიმალურად გამოიყენონ", - ამბობს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია, კარლო ანჩელოტის კი დიდი ტურნირების მოგების გამოცდილება უკვე აქვს და უეფას ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მოგებული. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები