Belive

მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

20 ნოემბერს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ოფიციალურად აიღო სტარტი. გახსნით შეხვედრაში, A-ჯგუფის მონაწილეების ყატარისა და ეკვადორის დაპირისპირება შედგა, რომელიც ტურნირის მასპინძელთა მარცხით, 0:2 დასრულდა.

ყატარისა და ეკვადორის დაპირისპირებაში 2 ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი პენალტიდან პირველად გავიდა.

ყატარი 0:2 ეკვადორი

მუნდიალის მეორე სათამაშო დღეს 3 მატჩი გაიმართა. A-ჯგუფის შეხვედრაში, სენეგალისა და ნიდერლანდების დაპირისპირება შედგა, რომელიც ლიდერის - სადიო მანეს გარეშე დარჩენილი სენეგალის მარცხით, 0:2 დასრულდა.

B-ჯგუფში, ინგლისისა და ირანის უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ, რომელიც "სამი ლომის" გამარჯვებით, 6:2 დასრულდა. დღის დასკვნით შეხვედრაში კი ასევე B-ჯგუფის მონაწილეების, აშშ-სა და უელსის დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე სათამაშო დღის შესახებ სრული ინფორმაცია, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე იხილოთ: მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე

ინგლისი 6:2 ირანი

სენეგელი 0:2 ნიდერლანდები

აშშ 1:1 უელსი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღეს 4 მატჩი გაიმართება. 14:00 საათიდან, 23:00-ის ჩათვლით C და D-ჯგუფების მატჩები გაიმართება. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის თამაში იწვევს. დღის დასკვნის შეხვედრაში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის - საფრანგეთის მატჩს ვიხილავთ.

22.11.2022 - 14:00 არგენტინა Vs. საუდის არაბეთი

22.11.2022 - 17:00 დანია Vs. ტუნისი

22.11.2022 - 20:00 მექსიკა Vs. პოლონეთი

22.11.2022 - 23:00 საფრანგეთი Vs. ავსტრალია

შეგახსენებთ, რომ ეს არის განახლებადი სტატია. შესაბამისად, ოთხივე მატჩთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა სიახლე, ოპერატიულ რეჟიმში გამოქვეყნდება.


არგენტინა Vs. საუდის არაბეთი


არგენტინის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ე. მარტინესი, მოლინა, რომერო, ოტამენდი, ტალიაფიკო, დე პაული, პარედესი, პაპუ გომესი, მესი, ლ. მარტინესი, დი მარია.

საუდის არაბეთის ძირითადი შემადგენლობა: ალოვაისი, აბდულჰამიდი, ალტამბაკტი, ალბულაიჰი, ალშაჰრანი, ალფარაჯი, კანო, ალმალკი, ალბრიკანი, ალშეჰრი, ალდავსარი.

ლეო მესი 1:0

ალ შეჰრი 1:1

ალ დავსარი 1:2

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. არგენტინის 36 მატჩიანი წაუგებელი სერია, აუტსაიდერ საუდის არაბეთთან მარცხით შეწყდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წლის შემდეგ პირველად წააგო თამაში, რომლის პირველ ტაიმშიც გაიმარჯვა.

ლიონელ სკალონი: "ვიცოდით და შესწავლილი გვქონდა, თუ როგორ თამაშობდა საუდის არაბეთი, ამისთვის ვემზადებოდით. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ხუთ წუთში თამაში წავაგეთ. ეს იყო მათი მხოლოდ 2 კარში დარტყმა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.

სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უნდა მოვინდომოთ და შემდეგი მატჩებისთვის სამაგალითოდ მოვემზადოთ. სევდიანი დღეა, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ და საქმე გავაგრძელოთ.

პირველი ტაიმი ჩვენი იყო, თუმცა არ გაგვიმართლა და 3 გოლი გაგვიუქმდა. ყველაფერს გავაანალიზებთ და შემდეგ მატჩებს მომზადებულები შევხვდებით. მოთამაშეები დასევდიანებულები არიან, თუმცა ფიქრობენ რომ ყველაფერი წინ გვაქვს და ხასიათი უნდა შევცვალოთ.

მთელი გულით ვულოცავ საუდის არაბეთს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ დავბრუნდებით…"

არგენტინა 1:2 საუდის არაბეთი | მატჩის მიმოხილვა


დანია Vs. ტუნისი


დანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: კასპერ შმეიხელი, იოახიმ ანდერსენი, სიმონ კიაერი, იოაკიმ მაელე, ანდრეას კრისტენსენი, ტომას დილეინი, კრისტიან ერიქსენი, ანდრეას სკოვ ოლსენი, კასპერ დოლბერგი, რასმურ კრისტენსენი, პიერ-ემილ ჰოიბერგი.

ტუნისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: აიმენ დამენი, მონსერატ ტალბი, იასინ მერია, დილან ბრონი, მოჰამედ დრაგერი, ალი აბდი, ელის სკირი, ისა ლაიდუნი, ანის ბენ სლიმენე, იუსეფ მსაკნი, ისამ ჯებალი.

ყატარის მუნდიალზე პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა. აფრიკულ-სკანდინავიურ დაპირისპირებაში ტუნისმა და დანიამ ქულები გაიყვეს. მიუხედავად ნულოვანი ფრისა, მატჩი მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა. ორივე ნაკრები აქტიურად უტევდა და გოლის გატანის მცდელობებიც ჰქონდათ.

ტუნისი 0:0 დანია | მატჩის მიმოხილვა


მექსიკა Vs. პოლონეთი


პოლონეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: შესნი, ბერესზინსკი, გლიკი, კივიორი, ქეში, კამინსკი, კრიხოვიახი, სზიმანსკი, ზიელინსკი, ზალევსკი, ლევანდოვსკი.

მექსიკის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ოჩოა, მორენო, გალიარდო, მონტესი, სანჩესი, ჩავესი, ალვარესი, ერერა, ვეგა, მარტინი, ლოსანო.

მექსიკა 0:0 პოლონეთი | მატჩის მიმოხილვა


საფრანგეთი Vs. ავსტრალია


საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ლორისი, პავარი, უპამეკანო, კონატე, ლ. ერნანდესი, რაბიო, ჩუამენი, მბაპე, გრიზმანი, დემბელე, ჟირუ.

ავსტრალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: რაიანი, ბეჰიჩი, როუელსი, სუტარი, ატკინსონი, ირვინი, მოი, მაკგრი, გუდვინი, დიუკი, ლეკი.

კრეიგ გუდვინი 0:1

ადრიენ რაბიო 1:1

ოლივიე ჟირუ 2:1

კილიან მბაპე 3:1

ოლივიე ჟირუ 4:1

სხვა სტატიები